შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ წულუკიძე![]()
ბიოგრაფიამიხეილ და ქრისტინე წულუკიძეები 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა ოკუპაციისა და მიხეილ წულუკიძის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობის გამო იძულებული იყვნენ, რომ საქართველო დაეტოვებინათ. მათ სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად დაახლოებით 1922 წლისთვის გერმანიაში, ბერლინში ჩააღწიეს, სწორედ აქედან იწყება ოჯახის ცხოვრების ახალი, გრძელი და სირთულეებით აღსავსე ეტაპი. უკიდურესი გაჭირვების გამო წულუკიძეები ბერლინთან ახლოს ადლერსჰოფში, წითელი ჯვრის ლტოლვილთა ბანაკებში დასახლდნენ და იქ წლების მანძილზე ცხოვრობდნენ. გახშირებული "ალარმის", ანუ საჰაერო განგაშის გამო ოჯახს ხშირად უწევდა ბუნკერში დამალვა. ერთ-ერთი ასეთი დაბომბვის დროს, 1943 წლის ნოემბერში, მათი ბინა დაიწვა. ხანძრის ამბავს თავად ქრისიტინე წულუკიძე აღწერს მოგონებებში. სწორედ ამ დღეს გაცივდა მიხეილ წულიკიძე და ავად გახდა. მას ავადმყოფობა გაურთულდა და 1944 წლის დასაწყისში ოპერაცია დასჭირდა. უბინაოდ დარჩენილი ქრისტინე წულუკიძის ოჯახი მისმა კოლეგამ და სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორმა, პროფესორმა შულცმა შეიფარა. მიხეილ წულუკიძე ჭრილობის მოსაშუშებლად და სარეაბილიტაციოდ 1944 წლის მარტიდან გაემგზავრა ზანდორფში, მეგობარ ბარონებთან, რომლებსაც თავიანთ სასახლეში ამ დროისათვის პანსიონი ჰქონდათ ორგანიზებული. ბოლოს და ბოლოს მიხეილ წულუკიძემ ბერლინში დაბრუნება გადაწყვიტა. თავს ცუდად არ გრძნობდა, მაგრამ ივლისში მეუღლეს, ქრისტინე თოდუა-წულუკიძეს წერდა, ჭრილობა კიდევ მაწუხებსო. ბერლინისკენ მიმავალი მიხეილ წულუკიძე გზაში ცუდად გახდა, საავადმყოფოში მოხვდა და მალე გარდაიცვალა, ისე, რომ ოჯახის ნახვა ვეღარ მოასწრო. ამ პერიოდისთვის ის თითქმის ჩამოშორებული იყო ქართული სათვისტომოს პოლიტიკურ ცხოვრებას და უფრო მეტ დროს მხატვრული ლიტერატურისა თუ ლიტერატურული კრიტიკის წერას უთმობდა. ჩვენამდე მოაღწია მიხეილ წულუკიძის დასრულებულმა და დაუსრულებელმა მოთხრობებმა, ესეებმა, ალექსანდრე ყაზბეგის "ელისოს" მისეულმა თარგმანმა გერმანულ ენაზე, საქმიანმა წერილებმა და ლიტერატურულმა კრიტიკამ. აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი, სოციალ-დემოკრატი, ლიტერატორი. ქრისტინე თოდუა-წულუკიძის მეუღლე და გოგი წულუკიძის მამა. გერმანიაში ქართული ემიგრაციის წარმომადეგენელი. წყარო: ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი / ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძე.-თბ.,2019.-224გვ. (scribd.com)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |