The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგი წულუკიძე

გოგი წულუკიძე
Date of birth:9 September, 1922
Date of death:4 October, 1997  (at 75 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბერლინი, გერმანია.

დაამთავრა სამედიცინო უნივესიტეტი გერმანიაში.

დაიბადა ქრისტინე თოდუა-წულუკიძისა და მიხეილ წულუკიძის ოჯახში. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ძალების მიერ გავლენის სფეროებად დაყოფილ ბერლინში ქრისტინე წულუკიძის ბინა და სამედიცინო პრაქტიკა საბჭოთა სექტორში მოექცა. წულუკიძეების ოჯახი ბერლინიდან არ წავიდა და ქრისტინე შვილთან, გოგი წულუკიძესთან ერთად ბოლომდე იქ დარჩა. ის თავისი დროის საკმაოდ წარმატებული ექიმი იყო. რუსული ენის მცოდნე ექიმები საბჭოთა ხელისუფლებას სჭირდებოდა და, რამდენადაც წულუკიძეების ოჯახი ანტისაბჭოთა პოლიტიკური მუშაობით ამ პერიოდისთვის არ გამოირჩეოდა, მათ შეეძლოთ, მეტ-ნაკლებად მშვიდად გაეგრძელებინათ ცხოვრება ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში. ქრისტინე და გოგი წულუკიძეებთან საბჭოთა პერიოდში არაერთი ქართველი მკურნალობდა და იღებდა სამედიცინო რჩევებს. ზოგადად მათი სახლის კარი ღია იყო იმ ქართველებისთვის,  რომლებიც XX საუკუნის 60-70-იან წლებში აღმოსავლეთ ბერლინს ესტუმრებოდნენ ხოლმე. საქართველოში ექიმი გოგი წულუკიძე არასდროს ყოფილა, თუმცა ის მშობლების დამსახურებით ქართულს საკმაოდ გამართულად ფლობდა. გოგი წულუკიძემ უპატრონა დედ-მამის მემკვიდრეობას და შეინახა წერილები, ჩანაწერები და მოგონებები. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი გერმანიაში.

წყარო: ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი / ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძე.-თბ.,2019.-224გვ. (scribd.com)


Share: