The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ჯიშკარიანი

გრიგოლ ჯიშკარიანი
Date of birth:6 May, 1940  (84 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გუმათი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალის საღამოს დასწრებული სწავლების განყოფილება, ავტომატიკა-ტელემექანიკის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია 1969 წელს.

1959-1962წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც სამხედრო სამსახურს გადიოდა პანტონური ხიდების მშენებლობის ბატალიონში; საბჭოთა არმიის რიგებიდან დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ელექტრო მემონტაჟედ; უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს ელექტრო-სამონტაჟო ტრესტ "საქელექტრომონტაჟის" ქუთაისის ელექტრო-სამონტაჟო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად; 1969 წელს გადაიყვანეს ამავე სამმართველოს ქ. ფოთის სამონტაჟო უბნის უფროს ინჟინრად; 1973-1996წწ. მუშაობდა ელექტრო-სამონტაჟო ტრესტ "საქელექტრომონტაჟი"-ს ქუთაისის ელექტრო-სამონტაჟო სამმართველოს ქუთაისის სამონტაჟო უბნის უფროსად; 1996-2009წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში სამშენებლო ფირმა "ბემ"-ში, სამშენებლო კომპანია (შპს) "მინსკაია-2"-ში და "ვიტმა-1"-ში მთავარ ენერგეტიკოსად; 2009 წლიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ჯერ სამშენებლო კომპანია (შპს) "ბკ კაპიტალ"-ში მთავარ ენერგეტიკოსად; 2019 წლიდან არის სამშენებლო კომპანია (შპს) "ბკ კონსტრაქშენი"-ს მთავარი ენერგეტიკოსი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულებულია სპეციალური ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები მრავალი სამრეწველო, კულტურულ-საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაზე საქართველოს რეგიონებში და საზღვარგარეთ; მრავალწლიანი პროფესიული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 344


Share: