The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ გოგიჩაიშვილი

ოთარ გოგიჩაიშვილი
Date of birth:1932
Date of death:2014  (at 82 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა საქართელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტროქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1955 წელს.

1955 წელს მუშაობა დაიწყო  უკრაინის  ქ. ლისიჩინსკის ელექტროსადგურში მორიგე ინჟინრად; შემფეგ გადაყვანილ იქნა  სამეგრელოს ელექტროქსელების ავტომატიკისა და რელეური დაცვის სამსახურის უფროსად მენჯის 110 კვ. ძაბვის ქვესადგურში; 1959-1960წწ. აჭარის ენერგეტიკის სამმართველოს ლაბორატორიის უფროსად; 1960-1963წწ. გურიის 10.6 და 0,4 კვ. ძაბვის ელექტროქსელების მართვის დირექციის ხელმძღვანელია; 1963 წლიდან მუშაობას იწყებს  გურია-აჭარის ელექტრომეურნეობაში 10,6 0,4კვ. ძაბვის ქვესადგურების სამსახურის უფროსად, ტექნიკური განყოფილების უფროსად, 1969-2005წწ. მთავარი ინჟინრი-დირექტორის პირველ მოადგილეა, 2005 წლიდან არის დირექტორის მრჩეველი. მონაწილეობდა აჭარა-გურიის მხარის ელექტროგადამცემი ხაზების ტრასებისა და ქვესადგურების ტერიტორირბის შერჩევასა და გამოყოფაში, ახალი ელექტრომოწყობილობების დანერგვასა და განვითარებაში. წლების განმავლობაში იყო რეგიონალური სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების და გამომგონებელთა საბჭოს თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით, საქართველოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით. არაერთი პუბლიკაციის, რაციონალიზატორული წინადადების და წიგნის -"აჭარის ენერგეტიკის განვითარების ისტორია" ავტორი. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.83

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ღირსების ორდენი

Share: