შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე დიდიმამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. დაიბადა ცნობილი განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია დიდიმამიშვილის ოჯახში. ელენე დიდიმამიშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლის სიმებიან ორკესტრს, იყო კლასის ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალის "განთიადის" რედკოლეგიის წევრი. 1937 წლიდან, სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ქალაქის ბიბლიოთეკაში, ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას, იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კი პედაგოგიურ მოღვაწეობა გააგრძელა ქ. ახალციხეში მშობლიურ სკოლაში, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკურ ტექნიკუმებში, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. სხვადასხვა დროს ახალციხეში მუშაობდა რაიონული გაზეთის რედაქციაში პასუხისმგებელ მდივნად, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი. მუშაობდა მესხეთის თეატრშიც მოკარნახედ, 1942-1946 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ატარებდა ლექციებს, ბეჭდავდა წერილებს თეატრის ცხოვრებაზე და სხვ. 1946 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა თბილისში და ამ დროიდან დაიწყო მისი პოეტური შემოქმედება. 1990 წელს აღინიშნა მისი დაბადებიდან 70 წლის იუბილე, 1996 წელს კი მშობლიურ ქალაქში აღინიშნა მისი პოეტური მოღვაწეობის 70 წელი. წყარო: დიდი ელენე : ელენე დიდიმამიშვილი // მესხეთის უნივერსიტეტი .-თბ.,2019.-ოქტომბერი.-N9 (265).-გვ.6-7 (sjuni.edu.ge); ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.121-122 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |