The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა გიორგაძე

ოფიციალური სახელი:ნატალია გიორგაძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
დაკრძალვის ადგილი:რაბათი, კათოლიკეთა სასაფლაო, ქ. ახალციხე
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

ნატალია გიორგაძის შესახებ ვრცლად ინფორმაცია არ არსებობს. ცნობილია, რომ ის ახალციხის ქალთა უფასო სკოლის ერთ–ერთი წარჩინებული კურსდამთავრებული იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლებმა ნატალია გიორგაძე განათლების მისაღებად კონსტანტინეპოლის დედათა მონასტერში გააგზავნეს, სადაც ის მონაზვნად აღკვეცეს და სახელად ანა უწოდეს. 
კონსტანტინეპოლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ის გაგზავნეს საფრანგეთში, დედათა მონასტერში. იქ მან რვა წელი დაჰყო. შეისწავლა უცხო ენები; დახელოვნდა ქსოვაში, ჭრა–კერვასა და ქარგვაში. ნატალია გიორგაძე საფრანგეთიდან ისევ კონსტანტინეპოლში ჩავიდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდა.
იგი ახალციხეში ხელსაქმეს ასწავლიდა როგორც გოგონებს, ასევე ოჯახის ქალებს. საზოგადო მოღვაწის, გამომცემლის, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარის, ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, ნატალია გიორგაძეს მოუქარგავს საქართველოს მეფეთა გერბი, რუკა, რომლებიც გაიგზავნა პარიზის გამოფენაზე (ამ ნამუშევრებმა ოქროს მედალი დაიმსახურა). 1901 წელს ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: "ამ ქალს ქსოვის დიდი ნიჭიერების ნიშან–მადლი სცხია. მან მოქსოვა შესანიშნავის ხელოვნებით საქართველოს მეფეთა გერბი, რუკა და სხვა ამდაგვარები, რომლებიც გაგზავნილი იქნა პარიჟის გამოფენაზედ. რის გამო მას ნიშნად კარგის ხელოვანისა ნიჭიერების ოქროს მედალიც მოუვიდა, რასაკვირველია თავის შესაფერისი პატივისცემით". ნატალია გიორგაძე ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა ახალციხეში. 

წყარო: ქალთა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა სამცხე-ჯავახეთში: XIX საუკუნე / ნატო ყრუაშვილი; ახალციხის უნ-ტი, 2016. გვ.124; საინფორმაციო პორტალი - "სამხრეთის კარიბჭე": old.sknews.ge


გააზიარე: