The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰელენა ამირეჯიბი-სტავინსკა

ჰელენა ამირეჯიბი-სტავინსკა
ოფიციალური სახელი:ელენე ამირეჯიბი
სხვა სახელი:ჰელენა ამირაჯიბი
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2017  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი.

სტუდენტობისას გაიცნო სარეჟისორო ფაკულტეტის პოლონელი სტუდენტი ეჟი ზიარნიკი, რომელსაც ცოლად გაჰყვა და 50-იანი წლების მიწურულს საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდა. საბუთების გაფორმებისას პოლონეთში შეცდომა მოუვიდათ და ამირეჯიბის ნაცვლად ამირაჯიბი ჩაწერეს. მან პოლონური ენა საკმაოდ სწრაფად და ადვილად აითვისა და 1960 წელს თავის პირველი ფილმი (დოკუმენტური) გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ფილმის თემა მას ვარშავის დოკუმენტური ფილმების სტუდიის დირექტორმა ეჟი ბოსაკმა შესთავაზა. ფილმმა "მფრინავი–გამომცდელები" 1961 წლის ვენეციის კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა. "მფრინავი გამომცდელები" შესანიშნავი დებიუტი აღმოჩნდა დამწყები რეჟისორისთვის. 1968 წალმდე ჰელენა ამირეჯიბმა კიდევ შვიდი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. 60-იანი წლების დასწყისში იგი მეუღლეს გაშორდა და ცოლდ გაჰყვა მწერალსა და სცენარისტს ეჟი სტეფან სტავინსკის. 1966 წელს ცოლ–ქმარმა ერთობლივად გადაიღო მხატვრული ფილმი "დღესასწაულის წინა საღამო". ისინი ფილმზე მუშაობდნენ როგორც სრულუფლებიანი თანასცენარისტები და თანარეჟისორები. 1970 წელს გადაიღეს კიდევ ერთი მხატვრული ფილმი "ვის სჯერა წეროების". 1972 წელს ელენე ამირეჯიბმა მეუღლის სცენარის მიხედვით გადაიღო თავისი უკანასკნელი ფილმი "ფორტუნა". ამის შემდეგ, მეუღლის დაჟინებული თხოვნით, თორმეტწლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ ელენე ამირეჯიბი კინოს ჩამოშორდა. 1996 წელს ელენე ამირეჯიბმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი "თავადის ქალის ტკბილი ცხოვრება". 2007 წელს პოლონეთში დაიბეჭდა მისი "ანტიკულინარიული წიგნი", რომელიც პოლონურმა კრიტიკამ წლის საუკეთესო წიგნად დაასახელა. 2014 წელს აღნიშნული წიგნი სათაურით "ანტიკულინარიული რეცეპტები" ქართულ ენაზე გამოიცა (მთარგმნელი რუსა ამირეჯიბი). ელენე ამირეჯიბს ეკუთვნის ასევე "წიგნი ხანდაზმული ბავშვებისათვის". 2010 წელს გარდაიცვალა ეჟი სტავინსკი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ელენე ამირეჯიბი საქართველოში დაბრუნდა.

წყარო: m.facebook.comგაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალურ ვებგვერდი: kvirispalitra.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: