შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1930 წელს. 1930-1938წწ. მუშაობდა აწჰესის მშენებლობაზე: უმცროს ინჟინრად, მშენებლობის მექანიზაციის განყოფილების უფროსად, ჰესის ელექტროძალოვანი მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების გამყოფილების უფროსად; 1938-1968წწ. "საქენერგო"-ს სისტემა: 1938-1941წწ. უფროსი ინჟინერი; 1941-1968წწ. მთავარი ინჟინრის მოადგილე-ტექნიკური განყოფილების უფროსი. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა საქართველოს ენერგოსისტემის ახალი ტექნიკით ღჭურვის საერთო სასისტემო სქემები. ამ პერიოდში იყო ავტომატიზებული და ტელემექანიზებული რამდენიმე ჰესი, განხორციელდა ხრამჰესის და სოხუმჰესის ტელემართვა ენერგოსისტემის ცენტრალური სადისპეჩერო პუნქტიდან. წლების განმავლობაში იყო საქართელოს ენერგეტიკული მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი., საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის ავტომატიზაციის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრი. დაჯილდოვებულია სსსრკ ელექტროსადგურებისა და ელექტრომექანიკური მრეწველობის სამინისტროსა და საკავშირო-ტექნიკური საზოგადოების პრეზიდიუმიის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.84-85 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |