ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გია კოსტავა
ოფიციალური სახელი: | გიორგი კოსტავა |
დაბადების თარიღი: | 7 სექტემბერი, 1948 |
გარდაცვ. თარიღი: | 2011 (62 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | ბათუმი |
კატეგორია: | მეზღვაური |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლი 1968 წელს. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის დამთავრებისთანავე ზღვაში შრომითი საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო; ტანკერ - «БОРЖОМИ»-ზე გაიარა მან მეზღვაურობის ყველა საფეხური რიგითი მატროსობიდან კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროს თანაშემწეობამდე; ცურავდა ტანკერებზე - «ЗАХАРИЙ ПАЛИАШВИЛИ»-ზე, «КЕРЧЬ»-ზე,«АКТАШ»-ზე, «САМТРЕДИА»-ზე, «КАРЕЛИ»-ზე, «МАШТАГИ»-ზე, «БУЗОВНЫ»-ზე, «НАДЕЖДА КУРЧЕНКО»-ზე,«ТБИЛИСИ»-ზე და «НОДАР ДУМБАДЗЕ»-ზე; გარკვეული პერიოდი ხმელეთზეც მოუწია საქმიანობა, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სატრანსპორტო ფლოტის უზრუნველყოფის სამსახურში გაატარა რამდენიმე წელი, მაგრამ ნაპირზე დიდხანს ვერ გაჩერდა და კვლავ ზღვას დაუბრუნდა; ტანკერების გარდა მშრალტვირთმზიდ გემებზეც მოუწია ნაოსნობა; 1995-1998წწ. იგი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ბალკერების - «ЕВГЕНИЙ ВАХТАНГОВ»-ისა და «АКАКИ ЦЕРЕТЕЛИ»-ის ეკიპაჟებს მეთაურობდა; 2006-2010წწ. გამოცდილ კაპიტანს კომპანია - «QUEENSWAY SERVICES LTD»-ში მოუწია რიგითი და უმაღლესი შემადგენლობის მეზღვაურთა გადამზადება - მომზადების პროცესში მონაწილეობა და საკუთარი მდიდარი გამოცდილების გაზიარება. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|