The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოფე გვარლიანი

Date of birth:1932  (92 years)
Date of death:19??
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტი.

1959 წელს დანიშნეს მესტიის სპორტსაზოგადოება "კოლმეურნეს" თავმჯდომარედ. მის სახელთან არის დაკავშირებული მესტიის რაიონში სპორტსაზოგადოება "კოლმეურნეს" აღორძინება, მან შექმნა ადგილობრივი მოსახლეობიდან სპორტული ჯგუფები, სისტემატურად ატარებდა შეჯიბრებებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ზრუნავდა ახალგაზრდა სპორტსმენთა დაოსტატებაზე. 1964 წელს სპორტსაზოგადოება "კოლმეურნეს" სპორტული ჯგუფი მიხეილ ხერგიანის ხელმძღვანელობით, რომელშიაც შედიოდნენ მხოლოდ ადგილობრივი მთამსვლელები, მწვერვალ უშბაზე ე. წ. "უშბის სარკის" ტრავერსით ავიდნენ და ოქროს მედლები დაიმსახურეს. 1970 წელს როგორც გამოცდილი მუშაკი, დაინიშნა მესტიის რაიონის ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ, სადაც გამოავლინა კარგი ორგანიზატორული ნიჭი და წინ წასწია რაიონში სპორტული მუშაობა. 1975-1993წწ. დანიშნეს მესტიის რაიონში არსებული ტურისტული ბაზების დირექტორად, სადაც იმოღვაწა და თავის უნარი და გამოცდილება ამ საქმიანობას ერთგულად მოახმარა.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.124


Share: