The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გვარლიანი

დაბადების თარიღი:1917
გარდაცვ. თარიღი:1987  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს.

1941 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ფიზიკის მასწავლებლად მესტიის საშუალო სკოლაში. 1960 წელს ქ. თბილისში, მუშაობა განაგრძო საქართველოს განათლების სამინისტროში საშუალო სპეციალური სასწავლებლების სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1978 წელს მისი ინიციატივით მესტიაში გაიხსნა ინდუსტრიული ტექნიკუმი. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.125

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის

გააზიარე: