Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი გოგუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს. 1954-1956წწ. მუშაობდა დასავლეთ საქართველოს "ნავთობ-საძიებო სამმართველოში" მბურღავის მოადგილედ, ბურღვის ინჟინრად; 1956-1987წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის "ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგიისა და ბურღვის" კათედრაზე ლაბორანტი, შემდეგ ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1987 წელს ჩამოაყალიბა "ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის" კათედრა და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელია. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს განეკუთვნება: ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკა და ტექნოლოგია; საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია და მართვის ტექნიკური საშუალებები; სტატიკური და დინამიკური სისტემების ანალიზი და სინთეზი; დარგის ელექტრომომარაგება და ექსპლუატაცია; წრფივი და არაწრფივი სისტემების მოდელირება და იდენტოფიკაცია. ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი. ნავთობისა და გაზის ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი; ნავთობის მრეწველობის საერთაშორისო ექსპერტი; საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ საინფორმაციო-ანალიტიკური, რეფერირებული ჟურნალის "საქართველოს ნავთობისა და გაზის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 160-დე სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 10 სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს და 2 მონოგრაფიის. შრომები გამოქვეყნებული აქვს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.86-87 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |