The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგი გომელაური

ვახტანგი გომელაური
Date of birth:1914
Date of death:1995  (at 81 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1936 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1938 წელს; ასპირანტურა 1945 წელს.

1938-1940წწ. მუშაობდა თბილელექტროცენტრალში სატურბინო საამქროს უფროსად; 1947-1965წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის თბოენერგეტიკის განყოფილების გამგედ; 1953-1956წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  ფიზიკის ინსტიტუტის კვლევითი ატომური რეაქტორის მშენებლობის ხელმძღვანელად; 1965-1970წწ. იყო სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტებში მის მიერ დაარსებული თბური ფიზიკის ლაბორატორიის გამგე; 1965 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული თბოტექნიკის კათედრის პროფესორი; 1976-1982წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის თბილისის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1995წწ. მართვის ინსტიტუტში ენერგეტიკის პრობლემების განყოფილების გამგე; 1987 წელს სახელმწიფო მართვის სისტემების დირექტორის მრჩეველი. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა ქართველ თბოტექნიკოსთა მრავალი თაობა. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ საქმიანობას. დაჯილდოებული იყო მთავრობის ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.87-88

Bibliography


Share: