შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ამყოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი როდინოული, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1978 წელს. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1978 წელს; იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია რამდენიმე წიგნისა: "დავიწყებული ამბავი" (1990), "ყაჩაღი დვალიშვილები" (1996, გივი ტყეშელაშვილთან ერთად), "ოცი წლის წინათ" (ლექსები, 2007), "ზღვარი" (ესეებისა და კრიტიკული წერილების ერთტომეული, 2008), "დადეშქელიანების ამბავი" (2014), ასევე ქრონიკებისა – "მიტროპოლიტ ნაზარის უკანასკნელი დღეები", "მამია გურიელის გახსენება", "იზიუმსკები", "წმინდა გიორგის ეკლესიის მცირე ნეკროპოლი" და სხვა; 1981 წლიდან მუშაობს ჟურნალ "განთიადის" რედაქციაში, არის რედაქტორის მოადგილე, ქუთაისში გამოსული არაერთი ლიტერატურული გაზეთისა და მრავალი წიგნის რედაქტორი, იკვლევს ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს; მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ცხოვრობს ქუთაისში. არის ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორის მოადგილე. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.19; არმური: armuri.georgianforum.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |