The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯაბა ასათიანი

ჯაბა ასათიანი
დაბადების თარიღი:1945
გარდაცვ. თარიღი:2005  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით კიევში გაემგზავრა,  სადაც სამი წელი ისწავლა და იქვე შეუდგა უკრაინული ლიტერატურის თარგმნას; გამოსცა მიხაილო კოციუბინსკის და იური იანოვსკის ნაწარმოებების თარგმანები, თარგმნილი აქვს, აგრეთვე, იაპონელი პოეტის, ტაკამი ძიუნის პოეზია; არის ორი პოეტური კრებულის ავტორი; უკანასკნელი, შედარებით, სრული კრებული, "სიყვარული დარჩება" 2003 წელს გამოიცა; უკრაინული ენის სპეციალისტი და უკრაინული ლიტერატურის მთარგმნელი. 

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.29

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: