The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უშანგი ჭიჭინაძე

უშანგი ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1929
გარდაცვ. თარიღი:23 ივნისი, 2008  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ჟურნალისტი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1954 წელს.

დაიწყო მუშაობა გაზეთ "ლელოში" მიხეილ კაკაბაძის ხელმძღვანელობით. ჟურნალისტიკაში სპორტიდან მოვიდა. გატაცებული იყო კრივითა და მთასვლელობით. იყო კრივში საკავშირო სტუდენტური თამაშების გამარჯვებული, მონაწილეობდა ქართველ ალპინისტთა ექსპედიციაში პამირზე (1957). რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა "ახალგაზრდა კომუნისტის" სპორტული განყოფილების გამგედ. "ლელოში" დაბრუნებული, სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ქართულ სპორტს. წერდა ფეხბურთზე, კრივზე, ჭიდაობაზე, ველოსპორტზე, მთასვლელობაზე. მრავალჯერ იყო აკრედიტებული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე. წერდა სპორტული ტერმინოლოგიის საკითხებზე, ქართული ენის სიწმინდეზე. ცნობილი ქართველი ხელოვნებათმცოდნის კიტი მაჩაბლის მეუღლე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1959-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემია
  • 2001 - საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1994 - საქართველოს რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის საპატიო სიგელი
    ქართული სპორტული პრესის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის
  • 1974 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: