The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი მარგიანი

აკაკი მარგიანი
სხვა სახელი:ა. სვანელი
ა. სვანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1891
გარდაცვ. თარიღი:1945  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1906 წელს.

1907 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც მალე გარიცხეს არალეგალურ წრეებში მონაწილეობისათვის. მსახურობდა თბილისის სიძველეთა დაცვის კომიტეტში, იმავე დროს იყო ზემო სვანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი. ლექსებს ბეჭდავდა "კოლხიდაში", "განათლებაში", "თემში", "სახალხო გაზეთში" და სხვ. აქვეყნებდა ფსევდონიმებით - ა. სვანი, ა. სვანელი; თარგმნიდა რუს პოეტთა ნაწარმოებებს; წერდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს; აკაკი მარგიანს "ზვიად სვანს" უწოდებდნენ. აღსანიშნავია მისი ლექსები: "კვლავ წყვდიადი", "არწივის სიმღერა", "ტაძარი", "თამარი" და სხვ. გამოუქვეყნებელი დარჩა ეთნოგრაფიული ნარკვევები სვანეთის ცხოვრებიდან, მოგონებები აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და იროდიონ ევდოშვილის შესახებ. პოეტ რევაზ მარგიანის მამა. 

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.30; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.32; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge


გააზიარე: