Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფილიმონ კარბელაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1859 წელს. 1860 წელს მღვდლად კურთხევის შემდეგ, ფილიმონი მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. სწორედ აქედან დაიწყო მისი აქტიური საეკლესიო მოღვაწეობა. ცნობილია, რომ ფილიმონის მიერ აღვლენილ მსახურებაზე, სადაც უმცროსი ძმებიც გალობდნენ, მრევლი სამთავისის მეზობელი სოფლებიდანაც ჩამოდიოდა. ფილიმონს გლეხის ბავშვებისთვის სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც საქართველოს ისტორიას, გალობას, წერა-კითხვასა და ანგარიშს ასწავლიდა. იგი ქადაგების, გალობისა და პედაგოგობის საოცარი უნარით გამოირჩეოდა, რის გამოც მას "სანიმუშოს" უწოდებდნენ. იგი წერდა გალობისა და სამღვდელოების შესახებ, ნოტებზე გადაიღო ერთხმიანი ქართული ერთხმიანი ქართული საეკლესიო გალობა "მწუხრი" (რედაქცია მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილისა, ტფ., 1907), რომელიც ტფილისის სასულიერო სემინარიის მიერ დაარსებულმა კომისიამ მოიწონა, სკოლებში გალობის სწავლა ამ სახელმძღვანელოთი მიმდინარეობდა. ფილიმონი კარბელაშვილი 1879 წელს ნაადრევად გარდაიცვალა. მგალობელი. მღვდელ გრიგოლ კარბელაშვილის უფროსი ვაჟი. მომავალი თაობის საკეთილდღეოდ გაწეული უანგარო და სამაგალითო მსახურებისათვის ხუთი ძმა კარბელაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღედ კი ძმათა პეტრესი და ანდრიას ტირიფონას ველზე მოწამეობრივად აღსრულების დღე 6 სექტემბერი დააწესა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ. 562; orthodoxy.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |