Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ კარბელაშვილი![]()
Biographyგრიგოლ კარბელაშვილის დიდი ძალისხმევით, 1860 წლიდან ქართული გალობა აღორძინდა. 1861-1863 წლებში წმინდა ნინოს ბოდბის მონასტერში ასწავლიდა გალობას სიღნაღის მაზრის დიაკვნებს და ყველას, ვისაც გალობის შესწავლის სურვილი ჰქონდა, 1864-1872 წლებში ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და სასწავლებელში. 1872-1882 წლებში გალობის შესწავლა შეჩერებული იყო, ("რაც ბერიკაცი გრიგოლ კარბელაშვილი არ არის, ქართული გალობაც გაქრაო"), ვიდრე მისმა შვილებმა - პოლიევქტოსმა და ვასილმა, ამ საქმეს ხელი არ მოკიდეს. გრიგოლმა თავის შვილებს მრავალი საგალობელი შეასწავლა, რომელიც შემდეგში ცნობილ იქნა, როგორც "კარბელაანთ კილო". მგალობელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.555; orthodoxy.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |