The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ გელაძე

მიხეილ გელაძე
Date of birth:24 January, 1957  (68 years)
Category:Poet, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დანისპარაული, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1983 წელს.

1983-1990წწ. მუშაობდა რიყეთის საშუალო სკოლაში, რუსული ენის, ლიტერატურისა და გერმანული ენის მასწავლებლად, შემდგომ ქართული ენის, ლიტერატურის, გერმანული ენისა და სამოქალაქო თავდაცვის მასწავლებლად; 1990-2007წწ. იყო დანისპარაულის საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილე დაწყებითი სამხედრო მომზადების დარგში; 2007-2010წწ. საქართველოს ახალგაზრდობის დახმარების ასოციაციაში "სად" - ში; 2010 წლიდან სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველოს გამომცემლობის რედაქტორი. ავტორია ლექსთა კრებულისა - "ჩემით იწყება საქართველო" (2018). გადათარგმნილი აქვს არაერთი რელიგიურ-თეოლოგიური ხასიათის ლიტერატურა.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.28; საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია: ajaratv.ge

Member of Organizations

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მწერალთა კავშირი, წევრი (2010-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

Bibliography


Share: