Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ ბაგრატიონი![]()
Biographyმარიამი იყო ერეკლე მეორის ასული. გათხოვილი იყო თბილისის მოურავ დავით ციციშვილზე. ჰყავდა 7 შვილი. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ისიც მძიმე სულიერ და ნივთიერ გაჭირვებაში ჩავარდა; ერთი ცნობით, გარდაიცვალა 1828 წელს, სხვა ცნობით - 1834 წელს. მარიამი პოეტური და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ქალი ყოფილა. მისი თანამედროვის, ბარბარე ქობულაშვილის დახასიათებით, ის "იყო დიდი ნიჭიერი, დიდათ დახელოვნებული საღმთოს წერილში, ისეთი მოლექსე, რომ ამბობდნენ – დიდის მეფის თეიმურაზის ნიჭი გამოჰყვა ამ ქალსო". ცნობილია მარიამის რამდენიმე ლექსი. ორი მათგანი ასახავს თავისი ძმის, ალექსანდრე ბატონიშვილის საცოლის, ყაბარდოს მთავრის ასულის, გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას; დანარჩენები მოგვიანებით, თავისი სამეფოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგაა შეთხზული და გამოხატავს მძაფრ სულიერ ტკივილს წარსულზე გოდებასა და აწმყოთი უკმაყოფილებას. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.40; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.537-538
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |