The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ბაგრატიონი

Other name:ქეთევან ბატონიშვილი
Date of birth:1764
Date of death:5 July, 1840  (at 76 years)
Burial location:სვეტიცხოვლის ტაძარი, მცხეთა
Category:Poet, Royalty

Biography

ქეთევანი ერეკლე მეორის ქალიშვილი იყო; 12 წლისა გაათხოვეს იოანე კონსტანტინეს ძე მუხრან-ბატონზე, რომელსაც ერეკლემ მეორე სიძის, დავით სარდალ ორბელიანისაგან ჩამორთმეული სახლთუხუცესის თანამდებობა უბოძა; ქეთევანს შეეძინა 6 შვილი. როგორც სხვა ბატონიშვილები, 1810 წელს ისიც რუსეთში გადაიყვანეს საცხოვრებლად. ქეთევანის ერთი ლექსია ცნობილი; ჩანს, ის დაწერილია 1805 წელს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულ თავის ძმებთან მისი კავშირი გამომჟღავნდა და მას შინაპატიმრობა მიესაჯა. ამ ნაწარმოებშიც იგივე და იმავე მიზეზით გამოწვეული სევდაა გამოთქმული, რომელიც მარიამისა და სხვა ბატონიშვილების თხზულებებში გაისმის.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.41-42


Share: