The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ბაგრატიონი

სხვა სახელი:ქეთევან ბატონიშვილი
დაბადების თარიღი:1764
გარდაცვ. თარიღი:5 ივლისი, 1840  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სვეტიცხოვლის ტაძარი, მცხეთა
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოეტი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქეთევანი ერეკლე II-ის ქალიშვილი იყო; 12 წლისა გაათხოვეს იოანე კონსტანტინეს ძე მუხრან-ბატონზე, რომელსაც ერეკლემ მეორე სიძის, დავით სარდალ ორბელიანისაგან ჩამორთმეული სახლთუხუცესის თანამდებობა უბოძა; ქეთევანს შეეძინა 6 შვილი. როგორც სხვა ბატონიშვილები, 1810 წელს ისიც რუსეთში გადაიყვანეს საცხოვრებლად. ქეთევანის ერთი ლექსია ცნობილი; ჩანს, ის დაწერილია 1805 წელს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულ თავის ძმებთან მისი კავშირი გამომჟღავნდა და მას შინაპატიმრობა მიესაჯა. ამ ნაწარმოებშიც იგივე და იმავე მიზეზით გამოწვეული სევდაა გამოთქმული, რომელიც მარიამისა და სხვა ბატონიშვილების თხზულებებში გაისმის. მარიამ და თეკლე ბატონიშვილების და.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.41-42; ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.153-157


გააზიარე: