| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაკიჯვარი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1989 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: აჭარის ნორჩ ნატურალისტთა რესპუბლიკურ სადგურში ლიტერატურული წრის ხელმძღვანელად; გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" და რადიოს კორესპონდენტად; 1988 წლიდან ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2005-2006წწ. მუშაობდა ბათუმის განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ; გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "ძოწისფერი გვირილები" (თანაავტორია, 1987), "ეჰეი, უპოვარნო" (1990), "ვწერ სიყვარულზე" (1996), "სისხლიან ზოლთან" (2005), "ურიტმო ფიქრები" (2015). ესეისტი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.30 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

