შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ გველებიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამართლისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ფაკულტეტი ეკონომიკის განხრით 2003 წელს. 1989-1996წწ. მუშაობდა ლენტეხის რაიონის სოფელ ბაბილის სკოლაში მასწავლებლად, 1996 წელს ოჯახის გარდაბნის რაიონში ჩამოსახლების გამო, მუშაობა დაიწყო გარდაბნის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორად, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც წესიერმა და შრომისუნარიანმა სპეციალისტმა; 2002 წელს აირჩიეს გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარედ, 2004 წელს დააწინაურეს და გადაიყვანეს საქართველოს პრეზიდენტის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ; 2007 წელს გადაიყვანეს საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2008 წელს სამუშაოდ დააბრუნეს თავის მშობლიურ ლენტეხის რაიონში და დანიშნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე, სადაც დიდი ენერგიითა და მდიდარი გამოცდილებით შეუდგა საქმიანობას; 2009 წელს სამუშაოდ ქ. თბილისში დაბრუნდა და დანიშნეს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ, სადაც დღემდე განაგრძობს მისთვის მეტად საინტერესო საქმიანობას. მიღებული აქვს ეკონომიკის ობიექტის საგანგებო და სამოქალაქო თავდაცვის სერთიფიკატი, აგრეთვე სერიფიკატი შვედეთის ადგილობრივი მმართველობის ასოციაციის საგრაფო საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.130 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |