The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიშა გირგვლიანი

Legal name:გრიგოლ გირგვლიანი
Date of birth:14 November, 1905
Date of death:1990  (at 84 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1939 წელს.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაბრუნდა თავის მშობლიურ რაიონში და მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ საავადმყოფოში. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე იგი გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და მცირედი სპეციალიზაციის გავლის შემდეგ დანიშნეს სოხუმის ევაკოჰოსპიტალში წამყვან ქირურგად. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლენტეხისა და მესტიის საავადმყოფოების განყოფილების გამგედ, მესტიის რაიონის მთავარ ექიმად, მთავარ ქირურგად და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმად. მესტიის რაიონში მან პირველმა ჩაატარა ურთულესი ქირურგიული ოპერაციები. მინიჭებული ჰქონდა უმაღლესი კატეგორიის ქირურგის კვალიფიკაცია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.131

Awards and Honors

  • სამამულო ომის II ხარისხის ორდერი
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

Share: