შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ დავითაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: შუახევის რაიონი. 1971 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობით 1971 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა რაიონული მმართველობის ორგანოებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე: შუახევის რაიონული გაზეთის ("დროშა") განყოფილების გამგედ, რედაქტორის მოადგილედ და რაიონული მმართველობის ორგანოებში სხვადასხვა საპასუსხისმგებლო თანამდებობაზე. მუშაობს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად. ავტორია წიგნებისა: "დროთა უსაზღვრო სრბოლაში" (2008), "თვალების წამება" (2009), "ოდოში" (2010), "იდუმალი მნათობი" (2011), "ცხოვრების დაღმართზე" (2012), "ულმობელი ზვირთები" (2013), "მლევანა მთვარე" (2015), "უბედითი უკუნეთი" (2013), "ქოხი ხიხანზე" (2018), "ლოგინის ქალი" (2019). 2011 წელს მიენიჭა საპატიო შუახეველის წოდება. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.34; შუახევის მუნიციპალიტეტი: shuakhevi.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |