The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ დავითაძე

მიხეილ დავითაძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: შუახევის რაიონი.

1971 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობით 1971 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა რაიონული მმართველობის ორგანოებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე: შუახევის რაიონული გაზეთის ("დროშა") განყოფილების გამგედ, რედაქტორის მოადგილედ და რაიონული მმართველობის ორგანოებში სხვადასხვა საპასუსხისმგებლო თანამდებობაზე. მუშაობს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად. ავტორია წიგნებისა: "დროთა უსაზღვრო სრბოლაში" (2008), "თვალების წამება" (2009), "ოდოში" (2010), "იდუმალი მნათობი" (2011), "ცხოვრების დაღმართზე" (2012), "ულმობელი ზვირთები" (2013), "მლევანა მთვარე" (2015), "უბედითი უკუნეთი" (2013), "ქოხი ხიხანზე" (2018), "ლოგინის ქალი" (2019). 2011 წელს მიენიჭა საპატიო შუახეველის წოდება.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.34; შუახევის მუნიციპალიტეტი: shuakhevi.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია

  • ლოგინის ქალი : ლექსები; ნოველები; წერილები (ავტორი). - ბათუმი, მცირე მეწარმე "მაია ჯაველიძე", 2019. - 414 გვ. . - ISBN: 9789941818165
  • მლევანა მთვარე : კრებული (ავტორი). - ბათუმი, შპს ''თეგი'', 2015. - 380გვ.. - ISBN: 9789941075537

გააზიარე: