Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ისმაილ გირგვლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქუთაისის პარტიული საბჭოთა სკოლა 1926 წელს; ამიერკავკასიის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი, მოსკოვის თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი აკადემიური კურსები 1953 წლეს. 1931 წელს დანიშნეს ქ. ქუთაისის მეოთხე ქართული მსროლელი ლეგიონის ოცეულის მეთაურად, სულ მალე მას დაევალა ლეგიონის სნაიპერთა გუნდის მომზადება. სამხედრო სამსახურში წარმატებისათვის დაიმსახურა თავდაცვის სახალხო კომისარის მადლობა და 2 თვის ხელფასი, 1937-1940წწ. მონაწილეობდა ფინელებთან ომში, რომლის დამთავრების შემდეგ გადაყვანილ იქნა უკრაინის ქალაქ კამენეცპოდოლსკში. ამ დროს იგი დივიზიის შტაბის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ი. გირგვლიანის დივიზია სამამულო ომის დაწყების პირველივე წუთებში ჩაება ბრძოლაში. 1941 წლის 18 აგვისტოს მძიმედ დაიჭრა მკერდის არეში ქალაქ ნიკოლაევთან ბრძოლის დროს. გამოჯანმრთელებისთანავე სარდლობამ იგი დანიშნა ქალაქ გორში დივიზიის შტაბის უფროსის მოადგილედ. 1942 წლის თებერვალში მიღებულ იქნა ბრძანება ამ დივიზიის ბაზაზე ქართული დივიზიის ჩამოყალიბების შესახებ. ამ ბრძაბნების შესრულება პირადად ი. გირგვლიანს მოუხდა. 1942 წელს იგი გადაიყვანეს სამუშაოდ სომხეთში, 1946 წლიდან სამუშაოდ ბათუმში დააბრუნეს. 1953 წლიდან მუშაობდა ქალაქ ქუთაისში 392-ე მსროლელთა ქართული დივიზიის შტაბის უფროსად, 1955 წელს გავიდა თადარიგში და ჩაება ახალგაზრდობის სპორტული აღზრდის საქმიანობაში. მუშაობდა ტყვიის მსროლელთა მწვრთნელად. მის მიერ მომზადდა 21 სპორტის ოსტატი. საბჭოთა კავშირის 7 ჩემპიონი, ნორჩ დინამოელთა საკავშირო პირველობის 6 ჩემპიონი, ჭაბუკთა შორის პირველობაში საბჭოთა კავშირის 6 ჩემპიონი, 33 პრიზიორი, 29 საქართველოს ჩემპიონი. წლების მანძილზე აქტიურად მონაწილებდა ომის ვეტერანულ მოძრაობაში. მას ირჩევდნენ ვეტერანთა კავშირის კომიტეტის და მისი ბიუროს შემადგენლობაში პასუხისმგებელ მდივნად. საბჭოთა არმიის დივიზიის შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, მსროლელთა ქართული დივიზიის შტაბის ყოფილი უფროსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.132 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |