შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარდო დევაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მახვილაური, ხელვაჩაურის რაიონი. წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მაუდის ფაბრიკაში, ხელვაჩაურის პურკომბინატში, თხილნარის საბავშვო ბაღში (მომვლელად), ხელვაჩაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში - მხატვრული წრის ხელმძღვანელად. ავტორია ლექსთა კრებულებისა: "სამი სიზმარი" (1998), "ცვრიანი თაიგული" (2000), "შენთვის მიჩუქებია", "ჭიამაია" (2012), "მთლიანი თაიგული", "გვიყვარდეს ერთმანეთი" (2015), "უკვდავების წყარო" (2017) და სხვა. ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა "თამარიონის" მედალი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.36 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |