The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია კანდელაკი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საოსტატო სემინარია.

მუშაობდა აღმზრდელ-მასწავლებლად ქართულ გიმნაზიაში. ორი წლის შემდეგ, 1886 წელს დანიშნეს თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში ინსპექტორის თანაშემწედ (უფროს მასწავლებლად), 1888 წლიდან კი თბილისის მებაღეობის სასწავლებელსა და ოთხკლასიან სახელოსნო სასწავლებლის ქართულ-რუსულ კლასებში აღმზრდელ-მასწავლებლად. ზაქარია კანდელაკი თარგმნიდა სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოებს სასწავლო პროგრამების მიხედვით. მას დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის ქალთა პროფესიული სასწავლებლისა და ასევე ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოების დაარსებაში. 1896 წელს ზაქარია კანდელაკი მივლინებით გაემგზავრა რუსეთში ქ. ნიჟნი ნოვგოროდის დიდ სამრეწველო გამოფენაზე, სადაც სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარემ, პროფესორმა ტერსკიმ და მისმა თანაშემწემ პროფესორმა ა. ი. კოვენკომ მას დაავალეს სახალხო სკოლების მასწავლებლების და სხვადასხვა დარგის სახელოსნო და სამეურნეო განყოფილებების ხელმძღვანელობა. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.541

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: