The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიკტორ კაპანაძე

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1924
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვაციხე, ჭიათურის რაიონი.

1910-1911 წლებში აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრად, 1913 წელს იყო ჭიათურის "დიდი გაფიცვის" ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1914 წელს კახეთის რაიონსა და თბილისში ხელმძღვანელობდა მუშა-მოსამსახურეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს. 1917 წლის თებერვალის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს თბილისის მუშათა და გლეხთა საბჭოსა და გვარდიის შტაბის კომისიის წევრად. 1921 წელს იბრძოდა რუსეთის არმიის წინააღმდეგ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რამდენჯერმე დააპატიმრეს, ბოლოს 1923 წელს. 1924 წლის სექტემბერში დახვრიტეს სხვებთან ერთად. პარტიული მუშაკი, ორგანიზატორი, რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.546


გააზიარე: