შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია გრიქუროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის კომერციულ სასწავლებელში, ვერცხლის მედალზე დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია 1863 წელს და მთავრობის ხარჯით გაიგზავნა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა ბუნებისმეტყველებისა და პედაგოგიკის ფაკულტეტზე. 1867 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში. საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, კარგად შეისწავლა ქართული ენა. ზაქარია გრიქუროვი დაახლოებული იყო ილია წინამძღვრიშვილთან და წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელს დიდ დახმარებასა და თანადგომას უწევდა; ეხმარებოდა გაჭირვებულ მოსწავლეებს - მათ სწავლა-განათლებას აფინანსებდა. სომხური და რუსული წიგნების გარდა გამოცემდა ქართულ სახელმძღვანელოებსა და სხვადასხვა შინაარსის ლიტერატურას. 1893 წელს გახსნა საკუთარი წიგნის მაღაზია. 1873 წელს მან პირველად გამოსცა ქართულ ენაზე იაკობ გოგებაშვილის დასურათებული "დედა ენა", "ბუნების კარი", "რუსსკოე სლოვო" I და II ნაწილები; ასევე საბავშვო ლიტერატურა "კონა", "კუნწულა", ალექსანდრე ყაზბეგის "ელგუჯა"; ქუთათელაძის, ნატროშვილის, ჯანაშვილის ნაწარმოებები, ასევე დაბეჭდა საქართველოს რუკა. იგი გამოცემდა ისეთ ლიტერატურასაც, რომელიც ცენზურისთვის მიუღებელი იყო. გამომცემელი, ქველმოქმედი. წყარო: ქართველ-სომეხთა მწიგნობარი და საზოგადო მოღვაწე ზაქარია პეტრე-ძე გრიქუროვი 1841-1910 / დაწერილი და გამოცემული ზაქარია ჭიჭინაძისაგან.-ტიფლისი, 1926.-15გვ. (dspace.gela.org.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |