The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა დუმბაძე

ნათელა დუმბაძე
დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეძიბნა, ქედის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია - ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა - ქართული ენა, ლიტერატურა, გერმანული ენა) 1978 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: მეძიბნას რვაწლიან სკოლაში, ქართული ენის, ლიტერატურისა და გერმანული ენის მასწავლებლად; ქედის რაიკომის პოლიტგანათლების კაბინეტის ბიბლიოთეკარად; ქედის საშუალო სკოლის ორგანიზატორად და მასწავლებლად; 1992-2012 წლებში ამავე სკოლაში ასწავლიდა გერმანულ ენას, 2012-2019 წლებში - ქართულ ენასა და ლიტერატურას. გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: "მზიანი სიზმარი" (1985), "წვიმის ფარდები" (1989), "იმედი რომ არ..." (2016).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019. - 38გვ.; გაზეთი "აჭარა": gazetiajara.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: