The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გირგვლიანი

Date of birth:1 October, 1966  (58 years)
Category:Scientist, Chemist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.

მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში. სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, სტუდენტურ ოლიმპიადებში. 1998 წელს ქიმიის ფაკულტეტის მე-5 კურსელი იყო, როცა დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მედლით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა საუკეთესო მეცნიერული ნაშრომისათვის. 1989-1992წწ. მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, ენიკოლოპოვის სახელობის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტში (მოსკოვის ოლქი, ქ. ჩერნოგოლოვკა), სამეცნიერო ნაშრომზე სილიციუმორგანული ეპოქსი პოლიმერეის სფეროში. 1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიანიჭეს ფილოსოფიის დოქტორის წოდება ქიმიის დარგში. 1994 წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის მაღალმოლეკულურ ქიმიის ნაერთთა კათედრაზე. პარალელურად მუშაობდა გარემოს დაცვის სფეროში. მონაწილეობდა საქართველოს, რეგიონალურ და საერთაშორისო გარემოსდაცვით პროექტებში. ამავე პერიოდში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გარემოსდაცვით მენეჯმენტში, უფრო სუფთა წარმოების ტექნოლოგიებში და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ტექნოლოგიებში. მუშაობდა საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საკონსულტაციო სამსახურში. 2002-2006წწ. მონაწილეობდა ევროგაერთიანების პროექტში "უფრო სუფთა წარმოება ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში": მოლდოვა, საქართველო, ყაზახეთი; 2008-2012წწ. კითხულობდა ლექციების კურსს ინდუსტრიულ ეკოლოგიაში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც დაიბეჭდა საერთაშორისო გამოცემებში. მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტი სამეცნიერო საკონსულტაციო ანგარიშის მომზადებაში მათ შორის არის უფრო სუფთა წარმოების სახელმძღვანელოს თანაავტორი, რომელიც გამოიცა ევროგაერთიანების ეგიდით. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მედალი სტუდენტთა საუკეთესო მეცნიერული ნაშრომისათვის (1998).

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.136


Share: