შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა დუნდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა: ბათუმისა და სალიბაურის ჩაის ფაბრიკებში მთავარ ეკონომისტად; ჩაის ფაბრიკების ხელვაჩაურის რაიონის საწარმოო გაერთიანებებისა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მომარაგების სამმართველოს მთავარ ბუღალტრად; საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციაში კანსულტანტად; ჟურნალ "ჭოროხის" სტილისტად. არის ათი წიგნის ავტორი: "გამიშვი და გაგიშვებ" (1982), "იფოთლებოდა ნეკერჩხალი" (1985), "მე და შენ ვერასოდეს დავქორწინდებით" (1989), "ფრთხილად მამაკაცებო!" (1997), "მონატრებავ, დაუსაბამო..." (2002), "როცა ასეთი სიყვარულია" (2005), "მონატრება" (2010), "სევდა ულევი"(2013), "მისტერია სულისა" (2016), "ნატვრა" (2021). მიღებული აქვს ჟურნალ "ნიანგის" პრემია, ქალაქ ბათუმის მერიის ფულადი პრემია. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.- 39გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |