The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ დადიანი

თენგიზ დადიანი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1981 წელს; მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1989 წელს.

1989-1990წწ. მუშაობდა ენგურჰესზე მორიგე ინჟინრად, ცვლის უფროსად; 1990-1998წწ. "საქმთავარენერგოს" ზუგდიდის ელ. ქსელებში, სხვადასხვა პერიოდში იყო: დისპეჩერი, სადისპეჩეროს უფროსი, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1998-2000წწ. ოყო სს "ზუგდიდის ენერგოკომპანიის" დირექტორი; 2000-2002წწ. სს "სამეგრელო-ზემო სვანეთის ენერგოკომპანიის" დირექტორის მოადგილე; 2002 წელს შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ზუგდიდის საწარმოო გაერთიანების მთ. ინჟენრის მოადგილე; 2003-2005წწ. ამავე საწარმოო გაერთიანების მთავარი ინჟინერი; 2005-2006წწ. შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დასავლეთ საქართველოს რეგიონის ელ. ქსელების კომერციული სამსახურის უფროსი; 2006-2010წწ. შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ქუთაისის სერვის ცენტრის მენეჯერი; 2010 წელს დაინიშნა  შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" იმერეთის რეგიონალური ქსელის მენეჯერი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 96


გააზიარე: