შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ ბეზარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გურჯაანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1985 წელს. 1985 წელს დაწერა თავისი პირველი წიგნი "მგლური წყურვილი", შემდეგ გამოიცა მისი სხვა წიგნებიც: "ცისკრის დედანი", "ყინულის ეტლი", "სულის ძახილი", "თქვენით დაბრუნებული ბავშვობა"; სწავლის პარალელურად იგი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, 19 წლის ასაკში ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, იყო "ჰელსინკის კავშირის" წევრი; 28 წლის მალხაზ ბეზარაშვილი 1991 წლის 28 თებერვალს, თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან მოკლეს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.55 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |