The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი თევზაძე

ბადრი თევზაძე
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1976 წელს.

ავტორია წიგნებისა: "უკვე ჩადგა ქარი" (ლექსები, 1981), "დღეები... დღეები..." (ლექსები, 1985), "პარიზში წასვლას რა  უნდა" (ავტობიოგრაფიული მხატვრული ჩანაწერები, 1998), "საუკუნის ფრანგული პოეზიის მცირე ანთოლოგია" (1998), "100 ფრანგული ლექსი" (2000), "ღიმთაცვენა" (ლექსები, 2004), "ფრანგული პოეზიის ათასწლეული" (2013), "პოლ ვერლენი და სხვა ფრანგი პოეტები" (2014), "რჩეული" (2015). სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში უფროს მემონტაჟე-დეკორატორად; ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრში; აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში საავტორო გადაცემათა სამსახურის უფროსად; დღეისათვის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის დასავლეთ ევროპული ლიტერატურის (არჩევით) მასწავლებელია.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.48

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
    მთარგმნელობითი საქმიანობისათვის
  • 2000 - ლომისის პრემია
    წიგნისთვის ''პარიზში წასვლას რა უნდა''

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: