Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფრიდონ ნიჟარაძე![]()
Biographyმისი პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო. ფრიდონ ნიჟარაძეს ბავშვობიდან მხატვრობისადმი დიდი მიდრეკილება აღმოაჩნდა, უშგულში იზრდებოდა და იმ პერიოდში, როცა ტაძრები ფარეხის ფუნქციას ასრულებდა, უპატრონოდ მიტოვებული ლამარიას ტაძრის ფრესკები ფანქრით მოხატა, რომ წამოიზარდა სწავლობდა ქუთაისის სამთო ტექნიკუმში. დასაქმდა მაღაროში, შემდეგ საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. იქიდან დაბრუნების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სოხუმში გაანაწილეს, იქ მაინც არ წავიდა და მშობლიურ სვანეთში დაბრუნდა. ამბობდა, რომ უშგულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: "ბავშვობიდან ვხატავ. შუახევში დავიბადე, მთლად ტიტლიკანა თოვლში გამოვდიოდი და იქ ნახშირით და ცარცით ვხატავდი, ფარდას ვინ მომცემდა?! მფრინავ ადამიანებს ვხატავდი-ხოლმე, მერე ქუთაისში სამთო-ტექნიკუმში ვიყავი, შემდეგ ჯარში, ბოლოს კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, მწყემსიც ვიყავი და ქაღალდის ყველანაირ ნაგლეჯზე ვხატავდი. სამხატვროს დამთავრების შემდეგ, ფსიქიატრიულში მოვხვდი, რადგან ეკლესიის სიწმინდეები დავიცავი, იქ სისხლისგან დამცალეს და იმის მერე ნევროზის წამლებს ვსვამ. ასეა, ხალხი ხან ბრბოა და ხან ბრძენი, მე უფრო ბრბოდ მიმაჩნია. თემური წყობილებიდან დაწყებული დღემდე, ნახეთ ცივილიზაცია რა დღეშია". იხსენებს კიდევ უფრო დეტალურად საბჭოთა პერიოდს: "1970-იან წლებში თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ იქ ჩემთვის არაფერი მოუციათ. რისი დახატვაც მინდოდა, იმის უფლებას არ მაძლევდნენ. მე საპროტესტო გამოსვლებშიც ვმონაწილეობდი, როცა ქართული ენის აკრძალვა გადაწყვიტეს. დამიჭირეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამამწყვდიეს, რაღაც ნარკოტიკებს მიკეთებდნენ. ჯანმრთელობა სწორედ იმ დროიდან შემერყა". ფრიდონ ნიჟარაძის თითოეული ნახატი ხანგრძლივ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან მასში თითოეულ ხაზსა თუ ფერს თავისი დატვირთვა აქვს. სიურრეალისტი მხატვარი, რომელმაც ნახატების საოცარი სერია შექმნა. დღემდე მხატვრის გენიალური ნამუშევრები სვანეთში, მის მოკრძალებულ სახლში მდებარე სახელოსნოშია გამოფენილი.
წყარო: მთის ამბები: mtisambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |