The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მოსე აზიკური

Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Engineer

Biography

დაამთავრა ბაქოს საინჟინრო სასწავლებელი.

1928-1934 წლებში მოსე აზიკურის მიერ დაიგეგმა ბარიდან თუშეთისკენ მიმავალი გზა (მანამდე შორი, საცალფეხო, მეტად რთული გზით გადაადგილდებოდნენ) და მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა იმ გზის პირველად გაჭრა-გაკვალვა, რომელიც თუშეთისაკენ ერთადერთ საავტომობილო გზას წარმოადგენს. ასევე, მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ომალოს სკოლა-ინტერნატი. მოსეს სურდა აგრეთვე თუშეთში წყლის პრობლემის შესწავლა-მოგვარება, დაწყებულიც ჰქონია ეს საქმე, მაგრამ აღარ დასცალდა. დაახლოებით 50 წლის ასაკში, გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. XX საუკუნის 30-იან წლებში შინსახკომში დაკითხვებზე ხშირად იბარებდნენ. მას ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, რის შედეგადაც დაავადდა და სავარაუდოდ 1940 წელს გარდაიცვალა. "…მე არ მქონია შემთხვევა პირადად ცალკე, თავისუფლად – მთელი ამ "ბარგის" გარეშე – მივსულიყავი "ჩინოვნიკურად" სამუშაო უბანზე. საქმე თხოულობდა მთელ ამ შავ ფიზიკურ შრომაშიაც მიმეღო მონაწილეობა, ამეკიდნა და ჩამომეღო როცა საჭირო იყო ცხენების საპალნე. ხშირად ივლისის დღეებში გვეძებნოს "გამყოლებს" ახალი ზაფხულის თოვლით დაფარული ბილიკები! უნდა გამოვტყდე, სტიქიის მძიმე პირობებს წუთით დაუძლევია ჩემთვის. მიწყევლია ჩემს სავალალოდ, ჩემს მიერვე დაწყებული საქმე, მაგრამ დაბურვილი, მრისხანე, ნამდვილი ზამთრის სურათის, ისევ (მოკლე ხანში) ზაფხულის ბრწყინვალე, ცხოველი მზის სხივებით შეცვლილი ლამაზი მთის ბუნება, წუთში მავიწყებდა მთელს განვლილ ტანჯვა-წამებას და შეგნებაში კვლავ ენთებოდა მხოლოდ დიადი ისტორიული საქმისადმი ენთუზიაზმის უფრო მძაფრი კოცონი… აუტანელ საყოფაცხოვრებო პირობებში გაიარა ჩვენთვის ამ ორმა სეზონმა… თვით მე, პირადად თვეობით ვატარებდი დღე-ღამეს ნაბდის ქვეშ. ეს იყო მთელი ჩემი სახლ-კარი თოვლში, წვიმაში, დარში…ამრიგად, დასრულდა ის საქმე, რომელსაც ასეთი ენთუზიაზმით, გულით ვემსახურე ექვსი წელიწადი და რომელიც მე "პატარა სპეციალისტმა" დავისახე ჩემი ზნეობრივი მოვალეობის პრინციპად იმ ხალხის წინაშე, რომლის ძუძუც მე მიწოვია… მე ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შრომა პატარა მალამოდ დაედება თუშეთის გლეხობის ტანჯვას. შესრულებული საქმე, განვლილი უდიდესი გარდატეხების შემდეგ, გახდება სტიმულად მისი აღორძინების, კვლავ გამხნევების, შრომის და ხალხის, პირველყოვლისა მისი საყვარელი ხელობის - მეცხვარეობის დარგში თავისი და ქვეყნის საკეთილდღეოდ." მოსე აზიკურს გამოქვეყნებული აქვს სტატია "მთათუშეთი და მისი გზა" (გაზეთი "კომუნისტი", 1936 წელი, დეკემბერი, გვ.6). მღვდელ პავლე აზიკურის შვილი.

წყარო: ალვანელები: tirine.wordpress.com


Share: