The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ყიფიანი

გიორგი ყიფიანი
Other name:ტუხია ყიფიანი
Date of birth:1908
Date of death:1986  (at 78 years)
Burial location: ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
Category:Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი ქ. ქუთაისი.

1918–1920 წლებში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებულ მე–7 დაწყებით სასწავლებელში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1920 წელს, სწავლა განაგრძო ვაჟთა პირველ გიმნაზიაში (ყოფილი კლასიკური გიმნაზია). იგი სრულიად ახალგაზრდა ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. თხუთმეტი წლისამ  მონაწილეობა მიიღო 1924 წლის აჯანყებაში და ორი–სამი წლის შემდეგ იძულებული გახდა, სამშობლოდან გადახვეწილიყო. პარიზში ჩასვლის შემდეგ ცნობილ ქართველ ლიტერატორებს ვიქტორ ნოზაძეს, ედუარდ პაპავასა და ისიდორე მანწკავას დაუახლოვდა, რომლებიც ამ დროს უკვე საფრანგეთის დედაქალაქში მოღვაწეობდნენ და გამოსცემდნენ ჟურნალებს "კავკასიონს" და "ორნატს". 1930 წლიდან გიორგი ყიფიანის პირველი ლექსები უკვე იბეჭდებოდა "კავკასიონში" და ქართულ ემიგრანტულ პერიოდულ ორგანოებში, ხოლო 1935 წელს დ. ხელაძემ პარიზში გამოსცა მისი ლექსების პირველი კრებული. მას შემდეგ გიორგი ყიფიანი კიდევ ხუთი პოეტური კრებულის ავტორი გახდა: 1951 წელს ისევ დ. ხელაძის მიერ პარიზში გამოიცა  "რჩეული შაირების კრებული", 1965 და 1973 წლებში კი ვიქტორ ნოზაძემ განახორციელა გიორგი ყიფიანის მესამე და მეოთხე პოეტური კრებულების გამოცემა: "ლექსები, 1930–1965" და "პოეზიის და სიცოცხლის ვაზი 1965–1973". 1975 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოვიდა ლექსების წიგნი სათაურით "ერთი ქართველი პოეტი პარიზში". 1979 წელს დაიბეჭდა მეექვსე კრებული "ირინე და გიორგი ყიფიანი, საზიარო პოეზია", რომელიც მიეძღვნა ვიქტორ ნოზაძის ხსოვნას. გიორგი ყიფიანი იყო "ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოებისა" აქტიური წევრი და სამოციანი წლებიდან მისი თავმჯდომარე (გარდაცვალებამდე). ვიქტორ ნოზაძის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ნოზაძესა და მიხეილ ქავთარაძესთან ერთად მისი ფაქტობრივი რედაქტორობით გააგრძელა სამოციან წლებში აღდგენილი ჟურნალ "კავკასიონის" გამოცემა პარიზში. 1976 წლიდან მოყოლებული გამოსცა მე-18, მე-19 და მე-20 ნომრები. გიორგი ყიფიანი გარდაიცვალა 1986 წელს პარიზში. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: ქართული ემიგრანტული მწერლობა: litinstituti.ge; "პოეტ გიორგი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ" - რუსუდან დაუშვილი, "პრაიმტაიმი", 2012, 30 იანვარი, №4, 46-47

Bibliography


Share: