შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ დადუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1967 წელს. ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1971 წელს. 1967-1969წწ. მუშაობდა თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამწცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1971-1979წწ. "საქმთავარენერგოს" მართვის ავტომატიზებული სისტემების სამსახურის უფროსი; 1979-1986წწ. "საქმთავარენერგოს" საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრის-გაერთიანებული მართვის ავტომატიზებული სისტემების უფროსი; 1986-1996წწ. საწარმოო გაერთიანება "საქენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე და საკავშირო ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი საქართელოში. 1996 წლიდან მუშაობს ქ. მოსკოვში "როსენერგოს" სისტემაში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1989). არის 12 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 გამოგონების ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 99
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |