The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საფო კობალაძე

საფო კობალაძე
ოფიციალური სახელი:სოფიო კობალაძე
დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:იურისტი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1999 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კაშირის აჭარის ორგანიზაციაში, ჯერ საქმეთა მმართველად (1995), შემდეგ - ბიბლიოთეკარად (1996); ქალაქ ბათუმის კოლხეთის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტში, სამართლის კათედრის ლექტორ -მასწავლებლად (2000-2002); თბილისი პოლიტექნიკური აკადემიის ბათუმის ფილიალში იურისტის თანამდებობაზე (2011-2015), თბილისის პოლიტექნიკურ - ჰუმანიტარული სამედიცინო ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში ლექტორ - მასწავლებლად. დღემდე მუშაობს კიევის შრომის სოციალურ ურთიერთობათა და ტურიზმის აკადემიის ბათუმის ფილიალში ლექტორ - მასწავლებლად. ავტორია წიგნებისა: "შენ სიკვდილი რომ შეგიძლია" (1997), "სევდიანი პროფილი" (1999), "ღამის მეეტლე" (2007), "ზოგიერთი ზნე-ჩვეულებანი და ადათობრივი სამართლის ნორმები აჭარულ ყოფაში" (სამეცნიერო ნაშრომი, 2019).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.51

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ებრაელთა საზოგადოების კულტურის ცენტრი, საპატიო წევრი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო - იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, თავმჯდომარის თანაშემწე (2012-2016)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო - იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის თანაშემწე (2016-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2018-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: