Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შაქრო საფაროვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძველი გავაზა. დაიბადა ყოფილი სამხედრო პირისა და წვრილი მემამულის ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ჯერ მამის, შემდეგ კი უფროსი დის, მარიამ (მაკო) საფაროვა-აბაშიძის ხელმძღვანელობით, რომლის მეშვეობითაც გაეცნო ის სასცენო ხელოვნებას და დაუახლოვდა თეატრს. პირველად სცენაზე გამოვიდა თბილისში, 1881წელს, რეჟისორ მ. ბებუთოვის მიერ თბილისის ძველ სახაზინო თეატრში დადგმულ დავით ერისთავის პიესაში "სამშობლო" და ითამაშა დაუდბეგის ეპიზოდური როლი. ამ პერიოდიდან შაქრო საფაროვი აქტიურად მონაწილეობდა როგორც დრამატული დასის, ასევე სხვადასხვა ქალაქებსა და დაბა-სოფლების სახალხო წარმოდგენებში, როგორც მსახიობი ისე რეჟისორი. მან გარშემო შემოიკრიბა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებული მეგობრები, საკუთარი ხარჯებით შექმნა დეკორაციები და თბილისის ქუჩებში თავისი რეჟისორობით დადგმულ წარმოდგენებს მართავდა. არ დარჩენილა ქალაქის არცერთი უბანი, სადაც მას საქველმოქმედო მიზნით წარმოდგენები არ გაემართოს. პიესების დადგმის გარდა ის დივერტისმენტებსაც მართავდა, რომლის დროსაც ხშირად პირველად იკითხებეოდა ლექსები და სხვადასხვა სცენები. 1880-იან წლებში შაქრო საფაროვი მეგობრებთან ერთად გამოსცემდა ხელნაწერ გაზეთს "ბურუსი". იმავე პერიოდში ექსპედიტორად მუშაობდა გაზეთში. 1910–1911წწ. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი "ხალხი", ყოველგვარი პარტიულობის გარეშე, რომელიც მთავრობამ მალევე დახურა. იგი ერთხანს მიმალვაში იმყოფებოდა, მაგრამ 1912 წლის მიწურულს მაინც დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, სადაც 1913 წლის თებერვლის მანიფესტამდე დაჰყო. სწორედ ციხეში ყოფნის დროს გადააკეთა მან ხუთმოქმედებიან პიესად ანა ფურცელაძის რომანი "მაცი ხვიტია". 1921-1927წწ. შაქრო საფაროვი ირიცხებოდა მსახიობად თბილისის რუსთაველის თეატრში და პარალელურად განაგრძობდა მუშაობას სხვადასხვა კლუბებთან არსებულ დრამატულ წრეებში. იყო საქალაქო მილიციის დრამატული წრის ხელმძღვანელი. იგი უმთავრესად ასრულებდა სახასიათო-კომიკურ როლებს. ცნობილია როგორც სცენაზე უანგაროდ შეყვარებული ადამიანი. მან თავისი წვლილი შეიტანა დრამატურგიაშიც და თარგმნა მრავალი პიესა: "მრუდე სარკე ანუ ალიაქოთი თეატრში", პიესა 2 სურათად; "მომხიბლავი სასმელი", ოპერეტა 1 მოქმედებად; "კუდრაჭა ანუ ქუჩის გოგო", პიესა 3 მოქმედებად; "ერთხელ საღამოს", დრამა 2 სურათად; "მიწამ გაიღვიძა", პიესა 3 მოქმედებად; "საბჭოთა ეშმაკი", კომედია 3 მოქმედებად; "სურამის ციხე", დრამა 5 მოქმედებად. ავტორია ერთმოქმედებიანი ვოდევილებისა: "მატყუარა განდეგილი", "ლანდი", "რამდენი შვილი მყავს", "წერტილი", "დებიუტის მაგიერ", "მე მოვკვდი" და სხვა. თარგმნა: "ომი ინგლისელებისა ბურებთან", ფარსი 1 მოქმედებათ; "შრომა და კაპიტალი", დრამა 5 მოქმედებად და სხვა. 1920 წლის 23 მაისს შაქრო საფაროვს გადაუხადეს სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილე. წყარო: საქართველოს ხელოვნების სასახლე: artpalace.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |