Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო ჟორჟოლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. მუშაობდა ინჟინრად ნოვოროსიისკში, კასპსა და ზუგდიდში, საიდანაც გაიწვიეს ჯარში. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ცოლად შეირთო ჰაიდელბერგის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, გერმანელი მომღერალი ედელტრაუტ ეპლინგი. პირველ თვრამეტ წელს ისინი ცხოვრობდნენ ჰაიდელბერგში, სადაც შექმნეს საფეიქრო წარმოება; 1963 წელს გადავიდნენ მიუხენში. აქ სოსო ჟორჟოლიანმა ჟურნალისტურ საქმიანობას მიჰყო ხელი (იბეჭდებოდა წიგნაძისა და ანზორ რეულის ფსევდონიმებითაც). რამდენიმე წელი მუშაობდა რადიოსადგურ "თავისუფლების" ქართულ რედაქციაში. 1956 წლიდან ჰაიდელბერგში ყოფნისას დაიწყო ლექსების წერა. 1971 წელს მიუნხენში სოსო ჟორჟოლიანმა გამოსცა ლექსების კრებული, რომელიც თავადვე გააფორმა მხატვრულად. მან ასევე გერმანულ ენაზე დაწერა პიესა "თამარა". ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ქართული ემიგრანტული მწერლობა: litinstituti.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |