შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დაუშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს; თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1963 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიების კათედრის ასპირანტურა 1963 წელს. 1956-1958წწ. გეოლოგიური სამმართველოს გეოფიზიკური ექსპედიციის ტექნიკოს-გეოფიზიკოსი; 1958-2005წწ. ტრესტ "საქნავთობის" საქართველოს სამრეწაო-გეოფიზიკური ექსპედიციის (შემდგომში "შპს "საქსარეწგეოფიზიკა") ინჟინერ-გეოფიზიკოსი, მთავარი გეოლოგი; 1973-2005წწ. გენერალური დირექტორი; 1968-1971წწ. მუშაობდა ალჟირის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში ექსპერტად ნავთობისა და გაზის საბადოების დაზვერვის სფეროში. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს სპეცდისციპლინებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 2003 წელს მიენიჭა "საუკეთესო ინჟინრის საპატიო წოდება". გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 101
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |