შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა გულედანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო სოხუმის უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრაზე, სადაც ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობის შემდეგ დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. სტუდენტებს ლეციებს უკითხავდა ქართულ და რუსულ ენებზე. ფილოსოფიის საკითხებზე ლექციებს კითხულობდა აგრეთვე სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში. მეცნიერულ და პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ორგანიზაცია "ლემის", რომელიც დიდ სამუშაოებს ეწეოდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.146
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |