The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სალომე ბენიძე

სალომე ბენიძე
Date of birth:12 November, 1986  (37 years)
Category:Translator, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი) 2007 წელს; სხვადასხვა დროს სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით (ბაკალავრიატი) და ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით (მაგისტრისტრატურა).

მუშაობდა და დღემდე მუშაობს საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე მასმედიაში. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენცის მონაწილე; გამოცემულია მისი პოეტური კრებულები: "ჩემი გაზაფხული" (1993), "საქართველოს ლაჟვარდი" (1994), "ნუ მომთხოვ დუმილს" (2002), "მოხსენებითი ბარათი" (2011) და "ამბავი უძინართა" (2013). გამოცემული აქვს პოეტური თარგმანების კრებული (ბერნსი, უაილდი, რილკე, პუშკინი, ლერმონტოვი); თარგმნა დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი "ჩემი მხრიდან", ასევე შირინ ებადის ავტობიოგრაფიული რომანი "ოქროს გალია".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.55-56; გამომცმლობა ინტელექტი: intelekti.ge

Awards and Honors

  • 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში
    მოხსენებითი ბარათი : [ლექსები] / სალომე ბენიძე. - თბილისი : ინტელექტი, 2011. - 94გვ.

Bibliography


Share: