The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფილიპე ჭელიძე

ფილიპე ჭელიძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

ფილიპე ჭელიძემ ლიქიორ–არყის წარმოება გიორგი ბოლქვაძის ლიქიორ–არყის საწარმოში შეისწავლა, ამ ფირმაში 12 წელი გაატარა. შემდგომში ცნობილმა მეღვინემ ფილიპე ჭელიძემ, რომელიც საფუძვლიანად გაეცნო ლიქიორ–არაყის წარმოებას,  გაადწყვიტა დაუფლებოდა შამპანური ღვინის წარმოებას და ამ მიზნით მან გაიცნო იმერეთში ცნობილი შამპანისტი ფრანგი ვიქტორ ტიებო. ვიქტორ ტიებო ქუთაისში, ბალახვნის ქუჩაზე, ოლდენბურგის მიერ შესყიდულ ღვინის ქარხანაში მუშაობდა. ფილიპე ჭელიძემ, როგორც პრაქტიკანტმა რამდენიმე წელი დაჰყო ამ წარმოებაში. მან შეიძინა ტიებოსგან სპეციალური მანქანები და მიწის ნაკვეთიც იყიდა მიხაილოვის ქუჩაზე, სადაც 1895 წელს ააშენა ლიქიორისა და სუფრის ღვინის ქარხანა. ქარხანასთან მას ჰქონდა მოწყობილი მაღაზია, სადაც იყიდებოდა ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია. ფილიპე ჭელიძის ფირმა "კოლხიდამ" დიდ წარმატებებს მიაღწია, იგი აღჭურვილი იყო ღვინის წარმოების იმ დროისთვის უახლესი დანადგარებით, ქარხანაში 15 კაცი მუშაობდა. ფილიპე ჭელიძის ფირმა ყოველწლიურად 15000-მდე ლიტრ იმერულ შამპანურ ღვინო "თამარ მეფეს", 10 000-მდე კასრ სუფრის ღვინოებს და 1500-მდე კასრ ლიქიორს აწარმოებდა. მისი მომხმარებელი იყო როგორც მთელი კავკასია, ისე რუსეთის იმპერიის სხვადასხვა მხარეც. მისი პროდუქცია იგზავნებოდა ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, მანჯურიაში. ამ ფირმის წარმატებაზე მიუთითებს ჯილდოები და მედლები, რომლებიც ამ ფირმის პროდუქციამ მიიღო საერთაშორისო გამოფენებზე. სხვადასხვა დროს ამ ფირმას 11 ჯილდო და არაერთი მედალი აქვს მიღებული.

წყარო: თხევადი მზის ქვეყანა.-თბ., 2012.-გვ. 299-308; მეღვინეობა და შამპანურის ქარხანა-გვერდი წიგნიდან: "Россiя в прошломь и настоящемь.-1915 г., типогр. В.М. Соблина. спр. Виноделия" [ფოტოასლი]. ჭელიძე ფილიპე; უცნობი ქუთაისი: hi-in.facebook.com


გააზიარე: